ლატვიას გაზი რუსეთიდან ისევ მიეწოდება
ინფორმაციას გერმანული სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, რუსული გაზი ლატვიაში ესტონეთის სადგურის გავლით მიედინება. ლატვიამ უარი თქვა, შეესრულებინა მოსკოვის მოთხოვნები გაზის საფასურის რუსული რუბლით გადახდაზე და უარი რუსული გაზის მიწოდებაზე აპრილში განაცხადა. ივნისში კი, „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ლატვიურმა ოპერატორმა განაახლა შესყიდვა, აღნიშნავენ, რომ ნედლეულს პირდაპირ გაზპრომიდან არ იძენენ და ტრანზაქციები ევროთი ხორციელდება.
