ტურიზმის სტატისტიკა
ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გაზრდილია და ტურიზმი ეტაპობრივად პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ივლისის სტატისტიკური მონაცემები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. ივლისში ქვეყანაში 718 ათას 401 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 459 ათას 711 შეადგინა.
