სამთო მომზადების კურსი
საჩხერეში სამთო მომზადების კურსების დასრულების ცერემონიალი გაიმართა. ზაფხულის შუალედური კურსი, ქართველმა და უცხოელმა მონაწილეებმა გაიარეს, ტაქტიკურ-ტექნიკურ კურსს კი, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ქვედანაყოფის ნაკრები ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები ესწრებოდნენ. მათ სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით სამთო-ტექნიკური მომზადება გაიარეს და მაღალ მთაში სროლის ტექნიკას დაეუფლნენ. სკოლამ კიდევ ერთ კურსს უმასპინძლა. დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსის მსმენელებმა სამთო ტექნიკური მომზადების ფარგლებში კლდეზე ცოცვა, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა, ასევე დაშავებულის გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზება შეისწავლეს. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.
