საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს
საბერძნეთში, 41 წლის ქართველ მამაკაცს 12-ჯერ ესროლეს. აქედან ექვსი ტყვია მოხვდა, მათ შორის გულ-მკერდის არეში. შემთხვევა ქალაქ კომოტინში მოხდა. დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაშავებულს ქალაქის ცენტრში მაშინ ესროლეს, როცა ის მანქანაში ჯდებოდა. ეს ქართველი მამაკაცის დაჭრის პირველი შემთხვევა არ არის. ის საავადმყოფოში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ექვსი თვის წინაც გადაიყვანეს.
