ტურიზმის სტატისტიკა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ივლისის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ტურიზმი ეტაპობრივად პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ივლისში 718 ათას 401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი აღირიცხა, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 459 ათას 711 შეადგინა. უფრო მეტ დეტალს მარიამ ლორთქიფანიძე გვეტყვის.
