ტურიზმის სტატისტიკა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივლისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. საქართველოში 718 ათას 401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 65,3 მეათედ პროცენტს შეადგენს. საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 459 ათას 711 შეადგინა, რაც 2019 წლის ივლისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 80.6 მეათედი პროცენტით აღდგენილია. ჯამში იანვარ-ივლისში, საქართველოში ორ მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი შვიდ თვეში მილიონზე მეტი შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 61.9 მეათედი პროცენტით აღდგენილია.
