ვითარება ახლო აღმოსავლეთში
გაეროში, ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის გააქტიურებული კონფლიქტის შესახებ საგანგებო სხდომა გაიმართა. დელეგატებმა აღიარეს ეგვიპტის ძალისხმევა, რომლის შედეგადაც მხარეებმა სამდღიანი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ ზავს მიაღწიეს. საგანგებო სხდომაზე მხარეებს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში გაეროს კოორდინატორმა მიმართა და მხარეებს სამშვიდობო შეთახმების შესრულების აუცილებლობზე მიუთითა.
