საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს
საბერძნეთში, 41 წლის ქართველ კაცს 12-ჯერ ესროლეს. შემთხვევა ქალაქ კომოტინში მოხდა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ექიმების თქმით, რამდენიმე ტყვია მას გულ-მკერდის არეში მოხვდა, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება რთულია და შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდეს. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.
