ეროვნული გმირების სახელობის ქუჩები
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 15 ქუჩას საქართველოს ეროვნული გმირების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება. ინიციატივა დღეს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს. სხდომას დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები და საქართველო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ
