ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველი კანდიდატები
სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისთვის პრეზიდენტის არგუმენტები გაუგებარია, მით უმეტეს მაშინ, მეორედ არჩევისას მრავალპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა. გიორგი კალანდარიშვილი ზურაბიშვილის პოზიციის უკან პოლიტიკურ გავლენას ხედავს. თავად პრეზიდენტი კი განმარტავს, რომ ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთი და იმავე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს ინსტიტუტის გაძლიერებას და განვითარებას. არგუმენტებს შორის პრეზიდენტმა ასევე დაასახელა ის, რომ კალანდარიშვილმა ვერც ერთ კენჭისყრაზე დეპუტატთა ორი მესამედის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, რაც თავმჯდომარედ ხუთწლიანი არჩევის გარანტიაა. მანამდე კი სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძე და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. ცნობისთვის, ალფაიძე აქამდე არაერთ კონკურსში მონაწილეობდა, ეგაძე კი საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომელია
