„ნაციონალური მოძრაობის“ სპეკულაციები
რადიკალური ოპოზიციის მანიპულირება თარიღებით. 7 თუ 8 აგვისტო? „ნაცმოძრაობა“ და მისი პარტნიორები ომის დაწყების თარიღსაც კი სადავოს ხდიან და ეს მაშინ, როცა რუსეთის საქართველოში შემოჭრის დღედ, თავად სააკაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში, რომელიც 9 აგვისტოს გამოქვეყნდა, 8 აგვისტოა მითითებული. ასევე, ყველას კარგად გვახსოვს, სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მუხათგვერდის სასაფლაოზეც ყოველთვის 8 აგვისტოს ადიოდნენ. ახლა კი 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების დაწყების თარიღი რატომღაც სადავოდ გახადეს. მმართველი გუნდი ოპონენტებს სპეკულაციების დასრულებისკენ მოუწოდებს, ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს, ხელის მოწერას ახსენებს, მოქმედ პრეზიდენტს კი რადიკალების ნარატივზე აყოლას უწუნებს
