14 წელი აგვისტოს ომიდან
8 აგვისტო, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი. რუსული აგრესიის უარყოფით შედეგებს ქვეყანა ამ დრომდე იმკის. მავთულხლართები საქართველოს შუაგულში, უკანონო დაკავებები და გატაცებები, ადამიანის უფლებათა უხეში შელახვა, საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული 130 ათასი ადამიანი და მუდმივი პროვოკაციები საოკუპაციო რეჟიმისგან - საქართველოს ტერიტორიის 20-ც პროცენტზე მეტი დღემდე რუსეთის დროებითი ოკუპაციის ქვეშ არის. მოსკოვი ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას კვლავ არ ასრულებს, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა - ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო უწყებებზე დაშვებულია დროშები, დაღუპული გმირების ხსოვნას კი პატივს მიაგებენ
