ვროპული რეკომენდაციები
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ ერთი მთავარი საკითხი, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებია. პარლამენტში სამუშაო ჯგუფი მომავალ კვირაში შეიკრიბება. დეპუტატები ეუთო ოდირის რეკომენდაციებს განიხილავენ, რომელთაც კანონმდებლობაში ასახავენ. სამუშაო შეხვედრებში არ ჩაერთვება ოპოზიციის ნაწილი. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ალტერნატიულ ვარიატზე იმუშავებენ, რასაც მმართველ გუნდში ოფიციალური ფორმატის დისკრედიტაციად აფასებენ.
