14 წელი აგვისტოს ომიდან
ჩვენ გვახსოვს როგორ დაიწყო ყველაფერი ! არ დავივიწყებთ მსხვერპლს ! ამ სიტყვებით გაიხსენეს დღეს აგვისტოს ომი და რუსეთს კიდევ ერთხელ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციისკენ საქართველოს პარტნიორებმა მოუწოდეს. მხარდამჭერი განცხადებება რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამაც გაავრცელა, იმას, რომ დღეს რუსული აგრესია უკრაინაში გრძელდება, სწორედ 2008 წელს დასავლეთის არასათანადო რეაგირებას უკავშირებენ . აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. პოლიტიკური ბრალდებების გარეშე არც დღევანდელ დღეს ჩაუვლია. განხილვის თემა წელსაც აგვისტოს ომის დაწყების თარიღია, ლევან ფოჩხუა ისაუბრებს პოლიტიკურ განცხადებებზე და გაგვაცნობს საერთაშორისო გამოხმურებას აგვისტოს ომის მე- 14 წლისთავზე.
