პრეზიდენტის გადაწყვეტილება
სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ არ წარუდგინა პარლამეტს ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის კანდიდატუტრა. პრეზიდენტის არგუმენტით , ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთიდაიგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს ინსტიტუტის გაძლიერებას და განვითარებას. პრეზიდენტის თქმით კალანდარიშვილის კანდიდატურა ორჯერ უკვე წარუდგინა პარლამენტს , თუმცა ორჯერვე ვერ მოიპოვა საჭირო ხმების რაოდენობა, ამიტომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად ასარჩევად ის კანდიდატურები წარედგინა, რომლებიც ღია კონკურსის წესით შეარჩია შესაბამისმა საკონკურსო კომისიამ. თამარ ალფაიძე და რევაზ ეგაძე გახლავთ პრზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატები.
