ევროპული რეკომენდაციები
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის 12 რეკომენდაცია წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს. ერთ ერთი მთავარი თემა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებია, საკითხზე პარლამენტში შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება. დეპუტატები ეუთო ოდირის რეკომენდაციებს განიხილავენ, რომელთა ასახვაც კანონმდებლობაში უნდა მოხდეს. სამუშაო შეხვედრებში არ ჩაერთვება ოპოზიციის ნაწილი. მათი აზრით ეს ფორმალობაა და ოცნების არათანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილი. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მუშაობენ და საკუთარ საკანონმდებლო ცვლილებებს პარალმენტს სექტემბერში წარუდგენენ. რეკომენდაციები შესრულების ნაწილში ერთ ერთი მთავარი პრობლემა სწორედ პარალელური ფორმატებია.
