„უკრაინული ენა დამწყებთათვის“
„უკრაინული ენა დამწყებთათვის“ 2 თვიანი კურსის პირველი კურსდამთავრებულები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. მონაწილეებმა შეისწავლეს უკრაინულად წერა-კითხვა, მარტივი კომუნიკაციისათვის, მედია საშუალებებითა და სოციალური ქსელებით ინფორმაციის მოსაძიებლად და გასაგებად აუცილებელი ლექსიკა; ასევე მიიღეს ინფორმაცია სლავური კულტურის კონტექსტში უკრაინული ენის როლისა და მნიშვნელობის შესახებ. პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და უკრაინის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
