პრეზიდენტის გადაწყვეტილება
სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ არ წარუდგინა პარლამეტს ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის კანდიდატუტრა. პრეზიდენტის არგუმენტით , ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთიდაიგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს ინსტიტუტის გაძლიერებას და განვითარებას. პრეზიდენტის თქმით კალანდარიშვილის კანდიდატურა ორჯერ უკვე წარუდგინა პარლამენტს , თუმცა ორჯერვე ვერ მოიპოვა საჭირო ხმების რაოდენობა, ამიტომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად ასარჩევად ის კანდიდატურები წარედგინა, რომლებიც ღია კონკურსის წესით შეარჩია შესაბამისმა საკონკურსო კომისიამ.
