უკრაინის საგარეო უწყების განმარტება
უკრაინის საგარეო უწყებამ განმარტა, რატომ გაუუქმა დიპლომატიური პასპორტები არახამიას, იასკოს, გონჩარენკოს და სხვა დეპუტატებს . საერთო ჯამში 225 დიპლომატიური პასპორტი გააუქმეს, ვინაიდან დეპუტატებმა პასპორტები დროულად არ დააბრუნეს. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, 10 დღის განმავლობაში, დეპუტატმა პასპორტი საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა დააბრუნოს. რადგან დიპლომატიური პასპორტი დეპუტატს გაეცემა მხოლოდ ოფიციალური მივლინების დროს და დაუშვებელია მისი გამოყენება პირადი მიზნით მგზავრობისთვის. მოთხოვნის შესრულებისთვის ბოლო ვადა ივლისის ბოლოს ამოეწურათ.
