აგვისტოს ომს, რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება
უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე, დასავლეთის არასათანადო რეაგირების გამო, რუსეთმა 2014 წელს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გააგრძელა, რასაც ყირიმის , დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილის ოკუპაცია, 2022 წლის 24 თებერვალს კი სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები მოჰყვა. „ დარწმუნებულნი ვართ, რომ შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, და იმ ქვეყნების სრული მხარდაჭერით, რომლებზეც მოსკოვი ახორციელებს აგრესიას“ ნათქვამია განცხადებაში.
