სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების, მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებაზეა საუბარი, რომლის თანახმად, რუსეთი აკონტროლებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს, შესაბამისად რეზოლუცია რუსეთს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე. კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია! აცხადებენ უწყებაში ,ამიტომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას. ვკითხულობთ განცხადებაში.
