აგვისტოს ომი
400-ზე მეტი დაღუპული, 2 ათასამდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130-ი ათასი ადამიანი. ასეთია 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგი. ოკუპანტებმა 50-ზე მეტი სოფელი გაანადგურეს. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. ამ დრომდე რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს და საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართებს მიღმა. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა. ომიდან 14 წლის შემდეგ რუსეთი ისევ არ ასრულებს 12 აგვისტოს შეთანხემბას , აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას და ყოველდღიურად უხეშად არღვეს ადამიანის უფლებებს.
