„გემო ფესტი“
„გემო ფესტი“ - გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი დაიწყო. 26-27 აგვისტოს პირველ ფესტივალს ამბროლაური უმასპინძლებს. ფესტივალზე რაჭის,ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამზარეულოები იქნება წარმოდგენილი. პროექტის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, გასტრონომიული მიმართულებით ახალი სერვისების შექმნა და განვითარება.
