აფეთქება კუბაზე
კუბაზე, მეხის დაცემის შედეგად ნავთობის ორი რეზერვუარი აფეთქდა და დაიწვა. შემთხვევა ქალაქ მატანზასის მახლობლად ღამე მოხდა. 17 მეხანძრე, რომლებიც ადგილზე მუშაოდნენ, უგზო-უკვლოდ დაკარგულებად გამოაცხადეს. ამასთან, დაშავებულია 77 ადამიანი, 3 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ახლომდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
