პრეზიდენტის გადაწყვეტილება
სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ არ წარუდგინა პარლამეტს ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის კანდიდატუტრა. განცხადების თანახმად ეს კატეგორიულად გამორიცხავს გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის, მისი გამოცდილებისა და საქმიანობის პრეზიდენტის მიერ არაჯეროვნად შეფასებას. აქვე ვკითხულობთ რომ პრეზიდენტმა კალანდარიშვილის კანდიდატურა ორჯერ უკვე წარუდგინა პარლამენტს , თუმცა, მისმა კანდიდატურამ ორჯერვე ვერ მოიპოვა საჭირო ხმების რაოდენობა, ამიტომ ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთიდაიგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს ინსტიტუტის გაძლიერებას და განვითარებას . პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 5 აგვისტოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად ასარჩევად ის კანდიდატურები წარუდგინა, რომლებიც ღია კონკურსის წესით შეარჩია შესაბამისმა საკონკურსო კომისიამ.
