უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი
ოდესის პორტიდან გასული უკრაინული სიმინდით დატვირთული სატვირთო გემი უკვე სტამბოლშია და შემოწმებას გადის. პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი „ნავისტარი“ 33 ათასი ტონა სიმინდით არის დატვირთული. ამას გარდა სტამბოლის პორტში ჩერნომორსკის პორტიდან გასულ კიდევ 2 გემს ელოდებიან , რომლებსაც ჯამში 25 ათასი ტონა სიმინდი გადააქვთ. თურქული მედია იტყობინება, რომ გემები უკვე თურქეთის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებიან. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანა 22 ივლისს რუსეთის, უკრაინის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გახდა შესაძლებელი.
