უკრაინის საგარეო უწყების განმარტება
უკრაინის საგარეო უწყებამ განმარტა, რატომ გაუუქმა დიპლომატიური პასპორტები არახამიას, იასკოს, გონჩარენკოს და სხვა დეპუტატებს . მათი ცნობით, დიპლომატიური პასპორტი დეპუტატს გაეცემა მხოლოდ ოფიციალური მივლინების დროს. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, კი 10 დღის განმავლობაში, დეპუტატმა პასპორტი საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა დააბრუნოს. მათ გააუქმეს 225 დიპლომატიური პასპორტი, ვინაიდან დეპუტატებმა პასპორტები დროულად არ დააბრუნეს. გარდა ამისა, ბრძანების თანახმად დაუშვებელია დიპლომატიური პასპორტის გამოყენება პირადი მიზნით მგზავრობისთვის“ ბოლო თვეებში არაერთხელ მივმართეთ დეპუტატებს პასპორტების დაბრუნების თხოვნით, თუმცა პასუხი არ მიგვიღია“, - აცხადებენ უწყებაში.
