სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე პროექტები
სამცხე ჯავახეთში მიმდინარე პროექტებსა და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მოისმინა. ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით რეგიონების განვითარება ცენტრალური ხელისუფლების პრიორიტეტია , და აღინიშნა რომ მიმდინარე წელს სამცხე ჯავახეთის რეგიონში 479 პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.
