ღაზას სექტორში ისრაელის ავიადარტყმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ღაზას სექტორში ისრაელის ავიადარტყმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ანკლავის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 5 წლის გოგონაცაა. დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მხარის მტკიცებით, ავიადარტყმების სამიზნე დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ გახდა, რომელიც მისი ლიდერის დაპატიმრების გამო ისრაელს თავდასხმით ემუქრებოდა. პასუხად, „ისლამური ჯიჰადის“ მებრძოლებმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვეს. ნაწილი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ნაწილი კი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.
