შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმყოფებოდნენ
შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმყოფებოდნენ. მოსახლეობის პრობლემები ადგილზე მოისმინეს. დეპუტატებმა სოფელ არბოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ხეხილის ბაღები დაათვალიერეს, აძვის და ჯარიაშენის სკოლაში კი პედაგოგებს შეხვდნენ . დღის ბოლოს გორში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან და რეგიონული ოფისის წარმომადგენელთან შედგა აუდიენცია.
