რეინჯერთა დღე
“110 წელია ვიცავთ საქართველოს ბუნებას" - ამ ლოზუნგით კახეთში რეინჯერთა დღე აღნიშნეს. ღონისძიება ლაგოდეხის ეროვნული პარკის ეზოში გაიმართა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და საქართველოში პირველი დაცული ტერიტორიაა. სწორედ მისი შექმნით იწყება საქართველოში დაცული ტერიტორიების ისტორია და განვითარება. თარიღთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ 49 წარმატებული ახალგაზრდა და უხუცესი რეინჯერი სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა, მათ შორის კომპენსაციები გადაეცათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებსაც.
