თეთრ სახლთან, ლაფაიეტის პარკში მეხის დაცემის შედეგად დაშავებული 4 პირიდან 3 გარდაიცვალა
თეთრ სახლთან, ლაფაიეტის პარკში მეხის დაცემის შედეგად დაშავებული 4 პირიდან 3 გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გარდაცვლილთაგან ორი 76 და 75 წლის ცოლ-ქმარი არიან, რომლებიც დედაქალაქს ქორწინების 56-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუმრობდნენ. მე-3 გარდაცვლილი 29 წლის მამაკაცია. კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება კიდევ ერთი დაშავებული.
