ვითარება მთიან ყარაბაღში
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ტელეფონით სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ესაუბრა. მთავარი თემა მთიან ყარაბაღში გამწვავებული ვითარება იყო. „დღეს მე ვესაუბრე სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს მთიან ყარაბაღში და მის ირგვლივ განვითარებულ მდგომარეობაზე. მოვუწოდე თავშეკავებულობისა და აზერბაიჯანთან პირდაპირი დიალოგისკენ,“- აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ალიევთან საუბრის შესახებ კი სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ დაადასტურა ვაშინგტონის მზაობა, ჩაერთოს და ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგს, სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით.
