ეკონომიკური საბჭოს სხდომა
ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ტენდენციები, ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს. კონრეტულად საუბარი, ახალი საკურორტო ზონების შესწავლას და არსებული კურორტების განვითარებას შეეხო. ითქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის საჭიროა საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა, რისთვისაც კურორტების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ყურადღება დაეთმო ბალნეოლოგიურ კურორტებსა და კერძო ინვესტიციებს.
