ევროპული რეკომენდაციები
ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტში შექმნილი სამუაო ჯგუფები თვეზე მეტია შეხვედრებს მართავენ. ქართულ მხარეს 1 ნოემბრამდე აქვს ვადა იმისთვის, რომ საკანონმდებლო ინციატივები კანონებად აქციონ . 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესში მთავარი პრობლემა კვლავ პარალელური ფორმატებია. ოპოზიციის ერთი ნაწილი პროცესს ისევ ბოიკოტს უცხადებს და საშინაო დავალების ალტერნატიულ დოკუმენტზე მუშაობს. მმართველ გუნდში ოპონეტების დემარში არ უკვირთ, მათთვის ახლა მნიშვნლობანი პროცესის ბოლომდე მიყვანაა საბოლოო შედეგის, კანდიდატის სტატუსის მისაღებად .
