წიგნის პრეზენტაცია
ქართველი მხატვრის, დიმიტრი ხახუტაშვილის ნამუშევრების შესახებ წიგნი გამოიცა. პერეზენტაცია დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართა და ქართველი მხატვრისა და პედაგოგის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს მიეძღვნა. წიგნში წარმოდგენილია დიმიტრი ხახუტაშვილის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე შექმნილი, კერძო კოლექციებში დაცული ნამუშევრების 300-ზე მეტი ილუსტრაცია, მისი ოჯახის წევრების, კოლეგებისა და მეგობრების მოგონებები.
