მინი ფეხბურთის ტურნირი
თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა. გამარჯვებულია მე-2 ქვეითი ბრიგადა, ფინალურ შეხვედრაში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს დაუპირისპირდნენ. გამარჯვებულ გუნდს თასი თავდაცვის მინისტრმა გადასცა. ასევე, გამოვლინდა „საუკეთესო ფეხბურთელი“ და „საუკეთესო მეკარე“. ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე შეჯიბრებაში თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო ოფისის 12 გუნდი მონაწილეობდა.
