ახალი შესაწამლი აპარატები
თხილის მწარმოებელთა ასოციაციას ზურგსაკიდი შესაწამლი აპარატები გადასცეს. 200 აპარატი ასოციაციისთვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია 30 ათასზე მეტ ფერმერს აერთიანებს. ტექნიკის ნაწილი გურიის რეგიონში ფერმერებს უკვე დაურიგდათ. ეტაპობრივად კი სხვა რეგიონებში განაწილდება. ფერმერები აგროკონსულტანტების რეკომენდაციებსაც მიიღებენ . „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფომ ასოციაციას, ჯამში, 2800 სპეციალური აპარატი გადასცა.
