ამბროლაურში დიალიზის სერვისი ამოქმედდა
ამბროლაურში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ადგილობრივ ბენეფიციარებს, დიალიზის თერაპიის ჩასატარებლად, სხვადასხვა რეგიონში უწევდათ ჩასვლა, რაც დამატებით დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ეს სამედიცინო დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურით სრულად აღიჭურვა და პირველ ეტაპზე, ბენეფიციარებს, სამეგრელოდან და იმერეთიდან მოწვეული სპეციალისტები მოემსახურებიან, უახლოეს მომავალში კი მათ სამინისტროს მიერ გადამზადებული სპეციალისტები ჩაანაცვლებენ. მესტიისა და ამბროლაურის შემდეგ, აღნიშნული სერვისი ლანჩხუთში, თიანეთსა და ყაზბეგში ამოქმედდება.
