უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა დასრულდა
უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა დასრულდა. დახურვის ცერემონია უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა. სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს და სიტყვით მიმართეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა და დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში. ორი კვირის განმავლობაში, სტუდენტებს სხვადასხვა რეგიონიდან , ლექციები უსაფრთხოების საკითხებზე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა ჩაუტარეს . სპეციალური მოწვევით სემინარი გამართა ნატოს სარდლის ყოფილმა მოადგილემ, ბრიტანელმა გენერალმა სერ რიჩარდ შირეფმა. წელს, უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
