ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს
ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის დირექტორი პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე მიდის. და ეს არ უკავშირდება პანდემიამდე პერიოდს ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებს. ამ თანამდებობას დროებით თამარ გაბუნია დიაკავებს. თავად ამირან გამყრელიძეს მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ჯანდაცვის მინისტრის განცხადება სამინისტროს ვებ გვერდზეე გავრცელდა .
