შეხვედრა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებთან
შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმყოფებოდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა მოსახლეობის პრობლემები ადგილზე მოისმინეს. დეპუტატებმა სოფელ არბოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ხეხილის ბაღები დაათვალიერეს, აძვის და ჯარიაშენის სკოლაში კი პედაგოგებს შეხვდნენ . დღის ბოლოს გორში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან და რეგიონული ოფისის წარმომადგენელთან შედგა შეხვედრა.
