ისრაელის ავიადარტყმები ღაზას სექტორზე
ღაზას სექტორში ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 5 წლის გოგონაცაა. ისრაელის მხარის მტკიცებით, ავიადარტყმების სამიზნე დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ გახდა, რომელიც მისი ლიდერის დაპატიმრების გამო ისრაელს თავდასხმით ემუქრება. სექტორ ღაზაში გამშვები პუნქტები ჩაკეტილია, გადაკეტილია გზები. გაუქმებულია საჯარო ღონისძიებები.
