უნგრეთი 89:88 საქართველო
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. გუშინ ქართველმა კალათბურთელებმა სტუმრად უნგრეთის ეროვნულ გუნდთან საკონტროლო შეხვედრა გამართეს და 88-89 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 19 ქულით საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო. დღეს უნგრეთისა და საქართველოს გუნდები კიდევ ერთხელ შეხვდებიან, თუმცა თამაში დახურული იქნება და მისი ტრანსლირება არ იგეგმება.
