გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით თბილისში დაკავებულია 80 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ცნობით ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის, გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. მას გუშინ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა . კლინიკის გენერალური დირექტორი, ამავე კლინიკაში მომუშავე ექიმმა დაჭრა, ჭრილობა ხელისა და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. როგორც გითხარიღ მომხდარზე დაკავებულია ერთი ადამიანი, 80 წლის ექიმი, თეიმურაზ ბეჟანიძე . ოფიციალური მოტივი ჯერ უცნობია.
