შეხვედრა საოკუპაციო ხაზოს მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებთან
შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჩავიდნენ. მოსახლეობის პრობლემები ადგილზე მოისმინეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა. დეპუტატებმა სოფელ არბოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ხეხილის ბაღები დაათვალიერეს, აძვის და ჯარიაშენის სკოლაში კი პედაგოგებს შეხვდნენ . დღის ბოლოს გორში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან და რეგიონული ოფისის წარმომადგენელთან შედგა შეხვედრა.
