მამუკა მდინარაძე ოქრუაშვილის პოსტს გამოეხმაურა
ოქრუაშვილის ფეისბუკ სტატუსს მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა , „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა სოციალურ ქსელში დაწერა რომ ოქრუაშვილის განცხადება ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის ომში ჩათრევის პირდაპირი მოწოდებაა. „ვისაც აქამდე კიდევ რჩებოდა კითხვები, მათთვის რამდენიმე უმარტივესი ჭეშმარიტება: რუსეთი ოკუპანტია! საქართველოს ადგილი ევროპაშია! ეს კი ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული უპრეცედენტო პროვოკაცია, ბოროტება და ომში ჩათრევის ყველაზე მოკლე გზაზე სვლის პირდაპირი მოწოდებაა!“ – წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქში“.
