თურქეთი რუსული გაზის საფასურს ნაწილობრივ რუბლებში გადაიხდის
თურქეთი რუსული გაზის საფასურს ნაწილობრივ რუბლებში გადაიხდის. ამის შესახებ რუსეთის ვიცეპრემიერმა ალექსეი ნოვაკმა განაცხადა. მისივე თქმით, შეთანხმებას თურქეთისა და რუსეთის ლიდერებმა სოჭში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. თურქეთი ყოველწლიურად რუსეთისგან 26 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ყიდულობს.
