უკრაინამ დიპლომატიური პასპორტი ასობით პირს გაუუქმა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური პასპორტი ასობით პირს, მათ შორის, რადის დეპუტატების ნაწილს გააუქმა. ამის შესახებ გამოცემა „უნიანი“ „უკრაინსკაია პრავდას“ ტელეგრამ-არხზე დაყრდნობით წერს. ტელეგრამ-არხი იმ პირთა სიასაც აქვეყნებს, რომლებიც დიპლომატიური პასპორტებით ვეღარ ისარგებლებენ. მათ შორის არიან დავითა არახამია, ლიზა იასკო, ალექსეი გონჩარენკო, მაქსიმ ბუჟანსკი და სხვები. „უნიანის“ ინფორმაციით, პრეზიდენტი ზელენსკი გაბრაზებულია იმის გამო, რომ ომის პერიოდში დეპუტატები ქვეყნის საზღვრებს გარეთ უსაქმოდ დახეტიალობენ.
