ისრაელის ავიადარტყმები ღაზას სექტორზე
სექტორ ღაზაში გამშვები პუნქტები ჩაკეტილია, გადაკეტილია გზები. გაუქმებულია საჯარო ღონისძიებები. ღაზას სექტორში ისრაელის ავიადარტყმების, შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ანკლავის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 5 წლის გოგონაცაა. დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მხარის მტკიცებით, ავიადარტყმების სამიზნე დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ გახდა, რომელიც მისი ლიდერის დაპატიმრების გამო ისრაელს თავდასხმით ემუქრებოდა. ლიკვიდირებულია დაჯგუფების მეთაური ტაისირ ალ-ჯაბარი. პასუხად, „ისლამური ჯიჰადის“ მებრძოლებმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვეს. ნაწილი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ნაწილი კი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. ამის შემდეგ ისრაელმა „ისლამური ჯიჰადის“ იარაღის საამქროები, საწყობები და რაკეტების გამშვები პოზიციები დაბომბა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა საჭიროების შემთხვევაში 25 ათასი რეზერვისტის მობილიზების ბრძანება გასცა.
